Accentnews.ge
ნიდერლანდები უკრაინას 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

02/09/2024 13:54:16 მსოფლიო

ნიდერლანდები უკრაინას 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დიკ სხოფმა განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინას წინსვლაში დავეხმაროთ არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდები 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს გამოყოფს. პაკეტი ძირითადად ორიენტირებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და შეკეთებაზე და ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით დაფინანსებას შეიცავს“, - წერს დიკ სხოფი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, უკრაინას შეუძლია ნიდერლანდების შემდგომი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ზაპოროჟიეს ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S