
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 22 რაკეტა და 20 დრონი გავანადგურეთ
02/09/2024 07:31:36 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 2 სექტემბრის ღამეს საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა რუსეთის მიერ გაშვებული 16 ბალისტიკური რაკეტა, 13 ფრთოსანი რაკეტა და 20 დრონი.
უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ბალისტიკური, ფრთოსანი და საზენიტო მართვადი რაკეტებით მიიტანეს იერიში კიევის, სუმისა და ხარკოვის რაიონებზე, ასევე შეუტიეს "შაჰიდების" ტიპის თავდასხმის დრონებით სამხრეთიდან.
საჰაერო ძალების ცნობით, აღმოაჩინეს 58 საჰაერო სამიზნე - 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 23 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი:
- 16 "ისკანდერ-M/KN-23" ბალისტიკური რაკეტა;14 "Kh-101" ფრთოსანი რაკეტა;
- 4 საზენიტო მართვადი რაკეტა S-300/S-400;
- 1 გაურკვეველი ტიპის რაკეტა;
- 23 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი.
სხვადასხვა ეკიპაჟების საბრძოლო მუშაობის შედეგად, უკრაინის მხარის ცნობით, ჩამოაგდეს:
- 9 ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერ-მ/KN-23";
- 13 "Kh-101" ფრთოსანი რაკეტა;
- 20 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი "შაჰიდ-131/136".