
უკრაინის სუმის ოლქში ბავშვთა სახლი და სარეაბილიტაციო ცენტრი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა
02/09/2024 05:59:03 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ სუმის ბავშვთა სახლი და ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოჰყვა. ორივე დაწესებულა ერთ შენობაშია განთავსებული და დასახლებულ პუნქტში მდებარეობს.
როგორც სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ნგრევის მასშტაბი და დაშავებულთა რაოდენობა. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, დაშავდა13 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, განადგურდა საგანმანათლებლო დაწესებულება და სულ მცირე 5 მაღალსართულიანი შენობა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით, რაც ომის კანონების დარღვევას გულისხმობს.
რუსეთის თავდაცვის სამინიტრო სუმის ოლქზე განხორციელებულ თავდასხმას არ გამოხმაურებია.
უკრაინის სუმის ოლქი რუსეთის კურსკის ოლქს ესაზღვრება, რომლის ტერიტორიაზეც 6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები შევიდნენ.