Accentnews.ge
ფოთის ნავსადგურის ღრმაწყლოვან პორტად ქცევის საკითხი ისევ გააქტიურდა

ფოთის ნავსადგურის ღრმაწყლოვან პორტად ქცევის საკითხი ისევ გააქტიურდა

28/01/2020 14:42:45 ეკონომიკა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აგრძელებს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტზე აქტიურ მუშაობას , - იუწყება „ეიპიემ ტერმინალს ფოთი” და იმედს გამოთქვამს, რომ დროულად მიიღებს „ყველა საჭირო ნებართვას“ და 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდება.

კომპანიის განცხადებით, „ეიპიემ ტერმინალსი“ მიჰყვება ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმას პირველ ფაზაში 250 მილიონ დოლარზე მეტი კერძო კაპიტალის და მეორე ფაზაში დამატებით სოლიდური მოცულობის თანხის ინვესტირებით, ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ბაზის მასშტაბური განვითარებისათვის.

„აღნიშნული ინვესტიცია სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფოთის საზღვაო ნავსადგურში არის ნათელი მაგალითი ჩვენი ერთგულებისა და რწმენისა საქართველოს, როგორც ქვეყნისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით სატრანსპორტო კორიდორის განვითარების ძალისხმევისადმი. ნავსადგურის გაფართოების პროექტი, რომლის ხარჯიც უმნიშვნელოა ქართველი გადასახადების გადამხდელებისათვის, იქნება ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარების საწინდარი, შესთავაზებს რა ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო ლოგისტიკურ მომსახურებებს და გამოიყენებს მსოფლიო დონის კომპანიის გამოცდილებასა და რესურსებს, ასევე, შექმნის ათასზე მეტ დამატებით სამუშაო ადგილს და სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობას ნავსადგურსა თუ მის გარეთ“, - აცხადებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორი კელდ ქრისტენსენი.

კომპანიის განცხადებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინა, მოიცავს მშენებლობისა და განვითარების ორ ეტაპს. პირველი ეტაპი გულისხმობს 1,700 მეტრი სიგრძის მოლოსა და მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ზომებით 400მ. [სიგრძე] - 13.5მ. [სიღრმე]. აღნიშნულ ნავმისადგომს შეეძლება 9,000 TEU-მდე მოცულობის გემების მიღება და ის შექმნის ნაყარი ტვირთებისა და დამატებით 150,000 TEU-ს დამუშავების შესაძლებლობას. მეორე ეტაპით გათვალისწინებულია 300 მეტრი სიგრძის საკონტეინერო ნავმისადგომის აშენება, რომელზეც 3 თანამედროვე STS (გემი-ნავმისადგომი) ტიპის ამწე განთავსდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურის წყალობით გაორმაგდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო გამტარუნარიანობა და გადააჭარბებს 1 მილიონ TEU-ს წელიწადში.

მშენებლობის სავარაუდო ვადები განისაზღვრება 24-30 თვით.

ცნობისთვის: ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება 2019 წლის 29 მაისს გაავრცელა.

30 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

ამასთან, მისი განმარტებით, დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას, ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი. შემდეგ პორტმა გადაწყვეტილება გააბათილა, თუმცა სამინისტრომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S