
რუსეთი ბრიანსკზე, კალუგაზე, ბელგოროდსა და ყირიმზე დრონებით იერიშის შესახებ იუწყება
30/08/2024 05:39:21 მსოფლიო
რუსეთი ბრიანსკზე, კალუგაზე, ბელგოროდსა და ყირიმზე დრონებით იერიშის შესახებ იუწყება.
„წუხელ აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 18 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
მისი მტკიცებით, 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, 4 - კალუგის ოლქის თავზე, ერთი ბელგოროდის ოლქის თავზე და 2 უპილოტო საფრენი აპარატი დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩამოაგდეს.