Accentnews.ge
რუსთავში ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

რუსთავში ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

29/08/2024 11:06:38 საზოგადოება, რეკლამა

რუსთავში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნითი ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად გახსნა.

მისი ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, მაღალი არტერიული წნევის მართვისა და პრევენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა სკრინინგის აქცია. ასევე, გაიმართა კონფერენცია, რომელზეც არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის სტრატეგიისა და მაღალი არტერიული წნევის მართვის პრინციპებზე ისაუბრეს. მინისტრმა, რუსთავის მერთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის მიღწევები და გამოწვევებიც განიხილა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თამარ გაბუნია, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე. ასევე, მარნეულის, დმანისის, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმები.

აღსანიშნავია, რომ ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას, საქართველო, წელს მეშვიდედ შეუერთდა. მისი მიზანია მომატებული არტერიული წნევის გამოვლენა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ჰიპერტენზიის, როგორც კარდიოვასკულურ დაავადებათა ძირითადი რისკის ფაქტორის შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S