
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
29/08/2024 10:49:49 საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. იგი 49 წლის იყო.
„ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, კონკრეტულად სად დაიჭრა მამა და რამდენი ხნის წინ. მხოლოდ ის ვიცით, რომ დაჭრის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და იგი კლინიკაში მკურნალობდა. მამა საავადმყოფოში დაიღუპა", – განუცხადა "რადიო თავისუფლებას" ვიქტორ კიპრიტიდის შვილმა გიორგი კიპრიტიდმა.
ვიქტორ კიპრიტიდი სოხუმიდან დევნილია. მისი ოჯახი, ცოლი და ორი შვილი თბილისში ცხოვრობს.
იგი პროფესიონალი სამხედრო იყო. 90-იან წლებში იბრძოდა აფხაზეთში, 2008 წელს - აგვისტოს ომში.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.