
ნატო უკრაინის სამხედრო დახმარებას ზრდის
29/08/2024 07:37:51 მსოფლიო
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა (ნატო) კიევის სამხედრო დახმარების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო ომის დაწყების დროიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ამასწინანდელი უძლიერესი საჰაერო იერიშის შემდეგ. ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინა-ნატო-ს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყდა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კვლავაც უნდა მიაწოდოს უკრაინას აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა რუსული დარტყმებისგან დასაცავად, ვინაიდან ეს "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის უნარისთვის, ბრძოლის გაგრძელება შეძლოს". , რომ
სხდომა 28 აგვისტოს კიევის ინიციატივით გაიმართა.
ორი დღით ადრე, 26 აგვისტოს რუსეთმა უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, უმთავრესად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დაწყების დროიდან ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 15 ოლქში დაზიანდა ენერგოობიექტები, კლნიკები და საცხოვრებელი სახლები. გაშვებულ იქნა 102 რაკეტა და 99 დრონი.