Accentnews.ge
მილერი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას "მცდარ ბრალდებას” უწოდებს

მილერი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას "მცდარ ბრალდებას” უწოდებს

28/08/2024 17:33:59 პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი მეთიუ მილერი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, თითქოს „აშშ საქართველოში ფერად რევოლუციას ამზადებს”.

მილერი განცხადებას „კატეგორიულად მცდარ ბრალდებას” უწოდებს.

„ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად. ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. კრემლი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა და დღეს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, ამავდროულად, განაგრძობს სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ”, – განაცხადა, ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ცნობით, მილერმა.

ამავე თემაზე: მოსკოვი "ქართული ოცნების" პოზიციების გასამყარებლად მორიგ ანტიდასავურ დეზინფორმაციას ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S