Accentnews.ge
საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

28/08/2024 10:01:04 საზოგადოება

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს. მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 000 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს - 8 500, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს - 5 100. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს - 3 400, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს - 1 700.

პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების I ადგილის მფლობელები 3 400 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვის.

მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა 1,921,850 ლარია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S