Accentnews.ge
ცქიტიშვილი – ანაკლიაზე: „ინტერესთა გამოხატვის პირობებზე ვმუშაობთ“

ცქიტიშვილი – ანაკლიაზე: „ინტერესთა გამოხატვის პირობებზე ვმუშაობთ“

28/01/2020 09:10:40 ეკონომიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვისთვის ემზადება.

მინისტრის თქმით, ახალი ინტერესთა გამოხატვის შედეგად შეირჩევა ინვესტორი, რომელიც პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსი და გამოცდილება ექნება.

„ამ ეტაპზე ინტერესთა გამოხატვის პირობებზე ვმუშაობთ. წინა ინტერესთა გამოხატვა 2014 წელს იყო გამოცხადებული, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ბანკებთან, რომლებიც შესაძლოა, მომავალშიც მოიაზრებოდნენ ანაკლიის პროექტის დამფინანსებლად“, - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებს, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გამორიცხავს ნებისმიერი სახის პრობლემებს და სანქციებს, რომელზეც ოპოზიცია აპელირებს და მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, რომ კონგრესმენებს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

ცნობისთვის: ანაკლიის განვიტარების კონსორციუმი მთავრობის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S