Accentnews.ge
ევროკავშირი – საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე: "დასავლეთს აიძულებს, მკაცრი საპასუხო ნაბიჯი გადადგას"

ევროკავშირი – საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე: "დასავლეთს აიძულებს, მკაცრი საპასუხო ნაბიჯი გადადგას"

28/08/2024 03:42:58 პოლიტიკა

ევროკავშირი საქართველოს აფრთხილებს, რომ ხელისუფლების გეგმა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კანონგარეშედ გამოაცხადოს ოპოზიციური პარტიები, გაანადგურებს ქვეყნის დემოკრატიას და დასავლეთს აიძულებს, მკაცრი საპასუხო ნაბიჯი გადადგას, – იუწყება Politico. "ქართული ოცნების" გეგმის შესახებ Politico-სთან ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს–სპიკერმა პიტერ სტანომ ისაუბრა.

როგორც გამოცემა იტყობინება, სტანომ აღნიშნა, რომ ბრიუსელი შეშფოთებულია გასულ კვირას, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი ინიციატივით, რომელიც "ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალავას" ეხება.

"ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად. პლურალიზმი არის „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალური საყრდენი", - ამბობს პიტერ სტანო.

მისივე თქმით, "საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს":

"ევროკომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ პროცესებსა და მთავრობის რიტორიკას და მზად არის, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუკი ეს განცხადებები ამოქმედდება".

ცნობისთვის: 20 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა ოთხი მიზეზი, რომელთა გამოც სურს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში. ოთხიდან პირველი მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S