
ბუდაპეშტში ტურისტული კატერის ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა
30/05/2019 06:21:01 სხვა, მსოფლიო
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მდინარე დუნაიში ტურისტული კატერი ჩაიძირა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 7 ადამიანი, 19 კი დაკარგულად მიიჩნევა, - იუწყება BBC.
კატერში 33 ადამიანი, ძირითადად კი სამხრეთ კორეელი ტურისტები იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ცნობით, კატერს სხვა გემი შეეჯახა, რის შემდეგაც ის გადაბრუნდა. დაკარგულების სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.