Accentnews.ge
ყველაზე მეტი აბიტურიენტი ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკასა და  ბიოლოგიაში ჩაიჭრა

ყველაზე მეტი აბიტურიენტი ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკასა და  ბიოლოგიაში ჩაიჭრა

27/08/2024 13:54:28 საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი აბიტურიენტი ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკასა და ბიოლოგიაში ჩაიჭრა.

საგნების მიხედვით აბიტურიენტების შედეგები ასეთია:

ფიზიკა - სულ წერდა 945 აბიტურიენტი, მათგან 38.41%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. გამოცდაზე მაქსიმალური ქულა იყო 63, ხოლო ზღვარი 15.75;

ქიმია - სულ წერდა 2609 აბიტურიენტი, მათგან 22.12%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 63, ხოლო ზღვარი 15.75 ქულა.

ბიოლოგია - სულ წერდა 3 665 აბიტურიენტი, მათგან 15.88%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 70, ხოლო მინიმალური ზღვარი 17.5 ქულა.

მათემატიკა - სულ წერდა 15 766 აბიტურიენტი, მათგან 12.27%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 51, ხოლო ზღვარი 10.2 ქულა.

გეოგრაფია - სულ წერდა 2 254 აბიტურიენტი, მათგან 10.91%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 59, ხოლო ზღვარი 14.75 ქულა.

ინგლისური ენა - სულ წერდა 37 904 აბიტურიენტი, მათგან 4.75%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 70, ხოლო გამსვლელი ქულა 14.

ქართული ენა და ლიტერატურა - სულ წერდა 39 600 აბიტურიენტი, მათგან 4.27%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 60, ხოლო მინიმალური ზღვარი 15 ქულა.

ისტორია - სულ წერდა 19 508 აბიტურიენტი, მათგან 2.7%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 60, ხოლო ზღვარი 15 ქულა.

ცნობისთვის: წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება (47 000– დან ) 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის - ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის - 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდაზე მონაწილეობის სურვილი კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S