
ზელენსკი: სექტემბერში ბაიდენს უკრაინის გამარჯვების გეგმას წარვუდგენ და მას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებსაც გადავცემ
27/08/2024 13:45:59 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევს აქვს რუსეთთან ომის დასრულების, უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელსაც იგი აშშ–ის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატებს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან - კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს სექტემბერში გადასცემს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ გეგმის წარმატება დამოკიდებულია მისცემენ თუ არა უკრაინას მას, რასაც ეს გეგმა მოიცავს.
„სამართლიანია, რომ ეს გეგმა ჯერ აშშ-ის პრეზიდენტს წარვუდგინო. აღნიშნული გეგმის წარმატება ამაზეა დამოკიდებული, მოგვცემენ თუ არა იმას, რაც ამ გეგმაშია. ვფიქრობ, ამ გეგმას მას სექტემბერში, შეხვედრაზე წარვუდგენ. ასევე, ვფიქრობ სამართლიანია, რომ ეს გეგმა როგორც კამალა ჰარისს, ისე დონალდ ტრამპს გადაეცეს, რადგან ჩვენ არ ვიცით ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი და ამ გეგმის შესრულება ნამდვილად მსურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.