Accentnews.ge
ხობში ძმამ ძმა ნამგლით დაჭრა

ხობში ძმამ ძმა ნამგლით დაჭრა

27/08/2024 08:35:06 საზოგადოება

ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილია 65 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობები ნამგლით თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევას წინ ძმებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი მამაკაცი ჰოსპიტალიზებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S