Accentnews.ge
მეორე დღეა, რუსეთი უკრაინის ქალაქებს მასირებულად ბომბავს

მეორე დღეა, რუსეთი უკრაინის ქალაქებს მასირებულად ბომბავს

27/08/2024 05:31:23 მსოფლიო

მეორე დღეა, რუსეთი უკრაინის ქალაქებს მასირებულად ბომბავს. უპილოტო საფრენი აპარატების გარდა რუსეთი რაკეტებს იყენებს.

"ქალაქ კრივოი როგში, სასტუმროს შენობაზე რაკეტის მოხვედრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა", – აცხადებს ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ევგენი სიტნიჩენკო.

მისი თქმით, სასტუმროს ნგრევის გარდა აფეთქების შედეგად დაზიანდა გარშემო სახლები, მაღაზიები, კვების ობიექტები და ავტომობილები.

ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ერთი ადამიანის დაღუპვისა და ორი დაშავებულის შესახებ იტყობინება. მისი თქმით, რუსეთმა ქალაქ ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს ოლქზე გამთენიისას შვიდი დრონით მიიტანა იერიში.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 27 აგვისტოს გამთენიისას რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის გამოიყენება ათეულობით ირანული დრონი, კრივოი როგში ბალისტიკური რაკეტა და აერობალისტიკური „კინჟალი“.

მისი ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევა განხორციელდა ხერსონის, კიროვოგრადის, ჩერკასკის, სუმის, პოლტავის, ჩერნიგოვის და ჟიტომირის ოლქებზე.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში 26 აგვისტოსაც მიიტანა. ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 26 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა, სულ მცირე, 127 რაკეტა და 109 დრონი გამოუყენეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს 102 რაკეტისა და 99 დრონის ჩამოგდება. 26 აგვისტოს უკრაინაზე რუსეთის დარტყმების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 47 პირი დაშავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S