
ქართველმა ქალებმა დამოუკიდებლად პირველად დალაშქრეს უშბის მწვერვალი
26/08/2024 16:10:01 საზოგადოება
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ცნობით, ქართველმა ქალებმა დამოუკიდებლად პირველად დალაშქრეს უშბის მწვერვალი.
„არჩილ ბადრიაშვილის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა ჭაუხის მოსამზადებელი სპორტული შეკრების შემდეგ ესტუმრნენ სვანეთს, სადაც წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები, ავიდნენ სამხრეთ შხარაზე და ჩრდილოეთ უშბაზე“, –აცხადებენ ფედერაციაში.