Accentnews.ge
ქუთაისის ციხიდან კლინიკაში გადაყვანილი პატიმრის ოჯახი ციხის დირექტორთან შეხვედრას ითხოვს: "სიკვდილის პირას ჰყავთ მიყვანილი"

ქუთაისის ციხიდან კლინიკაში გადაყვანილი პატიმრის ოჯახი ციხის დირექტორთან შეხვედრას ითხოვს: "სიკვდილის პირას ჰყავთ მიყვანილი"

26/08/2024 11:19:13 საზოგადოება

ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა "ვივამედში" გადაყვანილი პატიმრის ოჯახი ციხის დირექტორთან შეხვედრას ითხოვს.

"აშკარად რაღაც მომხდარია ციხეზე, შეგზავნილი ჰყავთ ვიღაც და სპეციალურად გაკეთებულია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ კარანტინში უნდა ყოფილიყო ორი კვირა და კარანტინში თუ იმყოფებოდა, ასეთი სიტუაცია რატომ უნდა მომხდარიყო?! სიკვდილის პირას ჰყავთ მიყვანილი. ვერანაირად ვერ მიიყენებდა [თვითდაზიანებებს], თვალს როგორ დაიზიანებდა ასე და ბლაგვი რა მისცეს, რა ჰქონდა ციხეს, რომ თავში ბლაგვი რაღაცით დაიზიანა თავი?!". - ამბობს, "მთავარი არხის" ცნობით, პატიმრის მეუღლე ნათია ბასილაძე.

პატიმრის მამა ბეჟან კენჭაძე ამბობს, რომ შემთხვევა შაბათს მოხდა, კლინიკაში პატიმარი კი კვირას ღამის ორ საათზე მიიყვანეს.

პატიმრის ნათესავების ნაწილი შეკრებილია კლინიკა "ვივამედთანაც".

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა სამართებლის გამოყენებით. მისი ცნობით, დაწყებულია გამოძიებაც.

“ნ.ბ.-ს დაწესებულებაში ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S