Accentnews.ge
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

26/08/2024 10:04:17 საზოგადოება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა, – იუწყება "მთავარი არხი". სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ჩალაუბნიდან და მელაანიდან დაავადებული ძაღლები გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაიყვანა.

თავშესაფრის დირექტორის თემურ ზავრაშვილის განმარტებით, დაავადება ერთ-ერთ ოჯახთან მცხოვრებ ძაღლს დაუდგინდა, ამის შემდეგ კი თავშესაფარში ორი სოფლიდან შეყვანილი 14 ძაღლი მოკვდა.

"უკვე 20 დღეა თავშესაფარში კარანტინი გამოვაცხადეთ. დაფიქსირებულია ცოფის შემთხვევები და ამიტომ 30 აგვისტომდე ჩვენ დაკეტილები ვიქნებით. ოჯახები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, უკვე აცრეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა პრობლემაა, რომ უკვე 14 ძაღლი მოკვდა და საჭიროა დაკვირვება გაგრძელდეს. თუ სიკვდილის შემთხვევა კიდევ დაფიქსირდება, იძულებული ვიქნებით, კარანტინი გავაგრძელოთ", - განაცხადა ზავრაშვილმა.

გასულ წელს კახეთის რეგიონში ცოფის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S