Accentnews.ge
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა გაიმართა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა გაიმართა

24/08/2024 16:49:13 საზოგადოება

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა გაიმართა.

რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები და ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბნენ და უკრაინის დროშებით მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც უკრაინა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. საბჭოს ხელმძღვანელობდა ლეონიდ კრავჩუკი, რომელიც მოგვიანებით გახდა დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი. იმავე წლის დეკემბერში გაიმართა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის დამოუკიდებლობას.

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის პირობებში მესამედ აღნიშნავს.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს თბილისში, ტარას შევჩენკოს ძეგლიდან საქართველოს პარლამენტამდე საზეიმო მსვლელობა იგეგმება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S