Accentnews.ge
კახეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა

კახეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა

24/08/2024 06:07:34 საზოგადოება

კახეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა და წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ყვარელწყალში და წინუბანში, სულ მცირე, 10 სახლს სახურავი აქვს გადახდილი.

ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა სოფელ დუისის პოლიციის შენობასაც. მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები. დაზიანებულია ავტომობილებიც.

ახმეტის მერის ალექსი ფიცხელაურის ინფორმაციით, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ხეობის სოფლებს დენის მიწოდება შეუწყდა.

უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. თელავში ასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ძლიერმა ქარმა პანკისი - ახმეტა-თელავის გზაზე მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S