
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
23/08/2024 13:37:37 საზოგადოება
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, – იუწყება AJARATIMES.GE.
ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების დანაყოფები იმყოფებიან.