Accentnews.ge
საქართველომ ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალა

საქართველომ ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალა

27/01/2020 13:42:10 ეკონომიკა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა,– იუწყება სოფლიე მეურნეობის სამინისტრო.

უწყების ცნობით, აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე.

გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს მიერ, 2020 წლის 26 იანვრის ბრძანება, რომელიც ცოცხალი ცხოველების (გარეული) ნებისმიერი სახით ვაჭრობის აკრძალვას უკავშირდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დეკორატიული კუ და დეკორატიული თევზების იმპორტი ხორციელდებოდა.

ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 80–ია, ხოლო ინფიცირებულთა 2000–ზე მეტი. ვირუსი დაფიქსირდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ როგორც აზიაში, ისე ევროპაში და აშშ–ში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩინელი მედდის მიმართა, რომ ქვეყნის ხელისუფლება რეალურ მდგომარეობას მალავს, და რომ რეალურად ინფიცირებულია ათასობით ადამიანი, კლინიკებს კი რესურსი არ ჰყოფნით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S