Accentnews.ge
რუსეთის კოლონიაში პატიმრებმა მძევლები აიყვანეს, არის მსხვერპლი

რუსეთის კოლონიაში პატიმრებმა მძევლები აიყვანეს, არის მსხვერპლი

23/08/2024 11:04:23 მსოფლიო

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ სუროვიკინოს №19 მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმრებმა მძევლები აიყვანეს, - იუწყება რუსული მედია სასჯელაღსრულების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მისივე ცნობით, თავდასხმა დისციპლინარული კომისიის სხდომის მიმდინარეობისას განხორციელდა, შედეგად არიან დაშავებულები, რომელთა რაოდენობა ზუსტდება, ამ წუთებში კი მძევლების გასათავისუფლებლად "ღონისძიებები ტარდება".

ტელეგრამ-არხი SHOT იუწყება, რომ მოკლულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი, კიდევ სამი მძიმედაა დაშავებული.

ტელეგრამ-არხი Baza კი წერს, რომ მოკლულია უკვე სამი პირი, მათგან ორი სასჯელაღსრულების თანამშრომელია, ერთი - პატიმარი, ერთმა მსჯავრდებულმა კი გაქცევა მოახერხა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S