
NATO-მ გერმანიაში, AWACS-ის ბაზაზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა
23/08/2024 09:22:43 მსოფლიო
NATO-მ გერმანიის ქალაქ გაილენკირხენში, ნიდერლანდების საზღვრის ახლოს მდებარე AWACS-ის ბაზაზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
გადაწყვეტილების მიზეზად "პოტენციური საფრთხე" სახელდება.
"გაილენკირხენში ნატოს საჰაერო ბაზაზე გავაძლიერეთ უსაფრთხოების დონე, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც პოტენციურ საფრთხეზე მიუთითებდა. თანამშრომლები, რომელთა ადგილზეც ყოფნა არ წარმოადგენდა აუცილებლობას, შინ გავგზავნეთ", - ნათქვამია AWACS–ის (ალიანსის საჰაერო გაფრთხილების და კონტროლის სისტემა) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გაილენკირხენის ბაზაზე NATO–ს AWACS-ის თვითმფრინავების განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში კიოლნთან მდებარე გერმანიის სამხედრო ბაზა "შეჭრისა და საბოტაჟის შესახებ ეჭვის" გამო ჩაიკეტა.