Accentnews.ge
ვარლამ ლიპარტელიანი „ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება

ვარლამ ლიპარტელიანი „ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება

23/08/2024 08:39:11 პოლიტიკა

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში იქნება. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა, სადაც პრემიერმა და ამავდროულად „ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის თბილისის დელეგატები წარადგინა.

ვარლამ ლიპარტელიანი დელეგატად სამგორის რაიონში იქნება წარმოდგენილი.

როგორც კობახიძემ განაცხადა, დასახელებული დელეგატები თავიანთ ოლქებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.

ამასთან, პრემიერმა განმარტა, რომ ყველა დელეგატი წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის "გამსვლელ" ადგილებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S