Accentnews.ge
კახა კალაძე კვლავ დასავლეთს უტევს: "უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა და თვალში ნაცარი არავის შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი"

კახა კალაძე კვლავ დასავლეთს უტევს: "უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა და თვალში ნაცარი არავის შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი"

23/08/2024 08:32:38 პოლიტიკა

პარტნიორების ასგზის გაფრთხილებისა და სამთავრობო სტრუქტურებისთვის დასავლური დახმარებების შეჩერების უკვე დაწყებული პროცესის მიუხედავად, საქართველოს მმართველი გუნდი ღიად ანტიდასავლურ სადეზინფორმაციო პროპაგანდას არ წყვეტს.

"ოცნების" ერთ-ერთმა სახემ - დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ დღეს ამ კონტექსტში ერთბაშად რამდენიმე განცხადება გააკეთა, მათ შორის გაიმეორა სადეზინფორმაციო ნარატივი, რომელიც "ოცნებას" - საქართველოდ, დასავლეთს კი საქართველოს მტრად წარმოაჩენს.

კერძოდ, მერის მტკიცებით, "უნდა დავიცვათ საკუთარი ქვეყანა და თვალში ნაცარი არავის შევაყრევინოთ - ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი".

„როდესაც თავს გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა. უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა. თვალში ნაცარი არავის უნდა შეაყრევინო, - ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობის გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ რამდენჯერმე აგვირჩია იმისთვის, რომ პირველ რიგში საქართველოს ინტერესები გავატაროთ. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S