Accentnews.ge
კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ არ აპირებს პარტიების აკრძალვას, საუბარია კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე"

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ არ აპირებს პარტიების აკრძალვას, საუბარია კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე"

23/08/2024 08:23:01 პოლიტიკა

მმართველი ძალა, რომლის წარმომადგენლები წინა დღეებში მთელს ოპოზიციას "კოლექტიურ ნაძმოძრაობად" მოიხსენიებდნენ და კვლავ ღიად ემუქრებოდნენ როგორც პოლიტიური, ისე სამართერივი დევნით, პრემიერი კობახიძე კი ამტკიცებდა, "პარტიების აკრძალვა დემოკრატიული პროცესიაო", რასაც როგორც ოპოზიციის, ისე საექსპერტო წრეებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, დღეს ირწმუნება, რომ საუბარია არა ზოგადად ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, არამედ "კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე".

„ქართული ოცნება“ არ აპირებს პარტიების აკრძალვას, მაგრამ უგუნურ ქმედებებს და ბოროტებას, რაც იყო ჩადენილი, სჭირდება შესაბამისი გამოძიება, სჭირდება პასუხები კონკრეტულ კითხვებზე და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, - განაცხადა დღეს მმართველი პარტიის ლიდერშიფის წარმომადგენელმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ კონტექსტში მან გაიმეორა "ოცნების" ანტიდასავლური პროპაგანდისტული ნარატივი, თითქოს 2008 წლის ომში არა რუსეთის, არამედ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლებაა დამნაშავე, რომელიც "გარედან" იმართებოდა. ამ სიტყვებს ამასწინათ სიამოვნებით ციტირებდა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი, მოგვიანებით კი - სხვა რუსი ოფიციალური პირებიც რომლებიც საფუძვლად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების სიტყვებს იშველიებდნენ.

„ქართული ოცნება“ არ აპირებს პარტიების აკრძალვას, როგორც თქვენ ციტირებთ. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. აქ საუბარია იმ კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული და ვისი დაკვეთით კეთდებოდა ეს, ცხადი უნდა გახდეს ყველასთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ამ უგუნური ქმედებით, რომელიც, მგონია, რომ ნაკარნახევი იყო გარედან, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა უამრავი გმირი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა, დღესაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი და ნებისმიერი ქართველი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ გააჩეროთ და კითხოთ, რა არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, გეტყვის, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობა. ამ უგუნურ ქმედებებს და ბოროტებას, რაც იყო ჩადენილი, სჭირდება შესაბამისი გამოძიება, ჭირდება პასუხები კონკრეტულ კითხვებზე და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი. მათ რეზოლუციაზე აქვთ ხელი მოწერილი, ეს რეზოლუციაც არის ბოროტება. როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანას დააბრალო ომის დაწყება. რეზოლუციაში ეწერა, რომ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ და ამას მოაწერეს ხელი, ხომ?! ყველა კითხვას ჭირდება პასუხები და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S