Accentnews.ge
კამალა ჰარისი: გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი

კამალა ჰარისი: გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი

23/08/2024 06:22:31 მსოფლიო

ჩიკაგოში გამართულ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნული ყრილობის მეოთხე დღეს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ოფიციალურად მიიღო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობა. იგი ყრილობაზე სიტყვითა გამოვიდა.

მისი სიტყვის მთავარი თემები იყო საზოგადოების ერთიანობა, წინსვლის აუცილებლობა. მან აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი მოიხსენია, როგორც წარსულის სიმბოლო.

მან დადო პირობა, რომ ქვეყნის ინტერესებს პარტიულ ინტერესზე მაღლა დააყენებს.

ჰარისი თითოეულ ამერიკელს „შესაძლებლობების ეკონომიკის“ შექმნას დაჰპირდა. მან საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა საფრთხეზე, რომელიც მისი თქმით, დონალდ ტრამპისგან მომდინარეობს.

"თეთრ სახლში ტრამპის გამოჩენის შედეგები იქნება უკიდურესად სერიოზული“,- განაცხადა მან.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ჰარისმა თქვა რომ "ტრამპმა წაახალისა პუტინის უკრაინაში შეჭრა".

დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მან გაუწია ორგანიზება ორმოცდაათზე მეტ ქვეყანას დახმარებოდნენ უკრაინას.

„პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მტკიცედ დავუჭერ მხარს უკრაინას და ჩვენს ნატოელ პარტნიორებს“, - განაცხადა ჰარისმა.

მანვე გამოხატა მზადყოფნა, აღმოუჩინოს ისრაელს აუცილებელი დახმარება დაჯგუფება "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლაში (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული), ამასთან ხაზი გაუსვა რომ "პალესტინელებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლება".

კამალა ჰარისის გამოსვლით დასრულდა დემოკრატების ოთხდღიანი ეროვნული ყრილობა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში ნოემბერში გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S