
AP: აშშ უკრაინისთვის 125 მლნ დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს
23/08/2024 06:05:47 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, - იუწყება AP ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს..
გამოცემის ცნობით, დახმარების ეს პაკეტი მოიცავს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) საბრძოლო მასალებს, Javelin-ს და უამრავ სხვა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.
AP–ს ცნობით, ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს ანონიმურობის პირობით, რადგან დახმარება საჯაროდ არ არის გამოცხადებული და ოფიციალური განცხადება შეიძლება გაკეთდეს პარასკევს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს.