
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
22/08/2024 13:10:59 ეკონომიკა
22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.35 თეთრით გაუფასურდა და შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7099 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.90 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0196 ლარი გახდა.