Accentnews.ge
სახალხო დამცველი "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

სახალხო დამცველი "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

22/08/2024 08:36:49 საზოგადოება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. გაფიცულებმა ლევან იოსელიანს დეტალურად გააცნეს მოთხოვნები. ომბუდსმენის აპარატი პროცესში ჩართულია და აპირებს, რომ პროტესტის მონაწილეების გაფიცვასთან დაკავშირებით მალე დასკვნა გამოაქვეყნოს.

"ძირითადად ისინი საუბრობენ ღირსებისშემლახავ სამუშაო პირობებზე, დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებზე, ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც შესაძლებელია თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ა.შ. ამ ყველაფერს ესაჭიროება შესწავლა და ამის უფლებამოსილება გააჩნია შრომის ინსპექციას, ხოლო დისკრიმინაციის ნაწილში გაგვაჩნია ჩვენ და ა ჩვენ ამასთან დაკავშირებით დღესაც აქტიურად ვმუშაობ და ვსწავლობთ", – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

"ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების ნაწილის პროტესტი არ ჩერდება. გუშინ „ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. აზარტული თამაშების ოპერატორ კომპანიას თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურების გაზრდას სთხოვენ. გაფიცვამდე მიმდინარეობდა მედიაციის პროცესიც, რომელიც 2024 წლის 4 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ამავე თემაზე: "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" შვედურ მხარეს "ევოლუშენის" წინააღმდეგ საჩივრით მიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S