მთავრობამ პრეზიდენტს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის გათავისუფლების წინადადებით მიმართა
22/08/2024 08:09:57 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის 20 აგვისტოს განკარგულების თანახმად, პრეზიდენტს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის ზურაბ პატარიძის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება წარედგინა.
ზურაბ პატარიძე აღნიშნულ პოსტს გასული 6 წლის განმავლობაში, 2018 წლის აგვისტოდან იკავებდა.
მთავრობის განკარგულების თანახმად, პატარიძე პოსტიდან 2025 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდება.


