პრემიერი – ოკუპანტების მიერ დაკავებულებზე: მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად ყველაფერი გაკეთდება
21/08/2024 18:38:51 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დასაცავად "ყველაფერი გაკეთდება".
"სადაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი ინტერესების დაცვა, როგორც ეს ტრადიციულად ხდება. იცით, რომ ხელისუფლება ყოველთვის მოქმედებს ქმედითი ფორმით. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებზეა საუბარი, რა თქმა უნდა მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად ყველაფერი გაკეთდება“,- განაცხადა პრემიერმა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა გალის რაიონში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა.


