Accentnews.ge
მოზარდი, რომელიც დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში ბანაობისას ცუდად გახდა, თბილისში რეანიმობილით გადაიყვანეს

მოზარდი, რომელიც დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში ბანაობისას ცუდად გახდა, თბილისში რეანიმობილით გადაიყვანეს

21/08/2024 13:29:53 საზოგადოება

უგონო მდგომარეობაში მყოფი 15 წლის მოზარდი დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯერ ადგილობრივ კლინიკაში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისში რეანიმობილით გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მშენებარე ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში არასრულწლოვანები ცურავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია 2023 წლიდან მიმდინარეობს და სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S