Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: "ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გავანახევრეთ უმუშევრობა, 3-jჯერ შევამცირეთ სიღარიბე, დღეს ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ლიდერები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით"

შალვა პაპუაშვილი: "ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გავანახევრეთ უმუშევრობა, 3-jჯერ შევამცირეთ სიღარიბე, დღეს ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ლიდერები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით"

21/08/2024 10:48:32 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, "ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან "ქართუმა ოცნებამ" გაანახევრა უმუშევრობა, 3-ჯერ შეამცირა სიღარიბე და დღეს ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ლიდერები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით".

"ეს მაჩვენებლები კარგად წარმოაჩენს იმ ძირითად მიზეზს, რატომაც ბოლო 12 წლის ყველა ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი „ქართულ ოცნებას" დაუჭირა", - ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი სოცქსელში საქართველოში უმუშევრობის დონისა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობის შემცირების შესახებ ამასწინანდელ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს.

ამასთან, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორების არაერთი კრიტიკული ანგარიშის მიუხედავად, იგი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი "დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით შთამბეჭდავ შედეგებთან ერთად" ხდება.

"ვამაყობთ აღნიშნული ეკონომიკური მიღწევებით, რაც არის ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების და საქართველოს აღმშენებლობის მთავარი წინაპირობა,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S