Accentnews.ge
„ევოლუშენის“ თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

„ევოლუშენის“ თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

21/08/2024 09:56:25 საზოგადოება

„ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

ბიჭმა, რომელმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, იდენტიფიცირება არ სურს.

"რამდენიმე საათია გაფიცვას ჰყავს პირამოკერილი ადამიანი. მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა. არც ყოფილა მზაობა კომპანიის მხრიდან იმისა, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები და შემათანხმებელი პროცედურები. შაბლონურად ერთი განცხადებით შემოიფარგლენ და მოგვიწოდებენ, თავი შევიკავოთ სხვისი და საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებისაგან. ისიც დაწერეს, რომ აზრი არ აქვს, ჩვენს პოზიციას მაინც არ შევიცვლითო", - ამბობს, "ტვ პირველის" ცნობით, ერთ-ერთი გაფიცული.

"ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების ნაწილის პროტესტი არ ჩერდება. აზარტული თამაშების ოპერატორ კომპანიას თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურების გაზრდას სთხოვენ. გაფიცვამდე მიმდინარეობდა მედიაციის პროცესიც, რომელიც 2024 წლის 4 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ამავე თემაზე: "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" შვედურ მხარეს "ევოლუშენის" წინააღმდეგ საჩივრით მიმართა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S