Accentnews.ge
მოსკოვი: "რუსეთში უმაღლესი განათლების მისაღებად წელს საქართველოდან 200-მდე სტუდენტი მიემგზავრება"

მოსკოვი: "რუსეთში უმაღლესი განათლების მისაღებად წელს საქართველოდან 200-მდე სტუდენტი მიემგზავრება"

21/08/2024 08:40:07 პოლიტიკა

მოსკოვის მტკიცებით, წელს რუსეთის "საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში" განათლების მისაღებად საქართველოდან 200 -მდე სტუდენტი გაემგზავრება.

"ვინაიდან სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ორიოდე კვირა რჩება, დროა, მსურველებმა ვიზების გაფორმებაზე დაიწყონ ზრუნვა" - ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესთა სექციის ტელეგრამ-არხში განთავსებულ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ "მომავალი სტუდენტების უმრავლესობამ უკვე მიიღო ტელექსები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ან მიწვევები შსს-ს ხაზით და რეკომენდაცია, დროულად დააზუსტონ შესაბამისი მონაცემები და წარადგინონ საბუთები თბილისში მოქმედ რუსეთის საზივო ცენტრში".

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთში უფასო სწავლებაზე სტუდენტების მორიგი ნაკადის მიღება უკვე სექტემბერში დაიწყება.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობარში დაზუსტებულია, რომ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც არ მოითხოვს მისაღები გამოცდების ჩაბარებას და ამასთანავე, მსურველების საერთო საცხოვრებითა და სტიპენდიებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, სადღეისოდ 450-ზე მეტი "საუკეთესო" რუსული უმაღლესი სასწავლებელია ჩართული.

ცნობისთვის: რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის მოთხოვნით, ქვეყნის ყველა - როგორც უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, ისე სასკოლო და ბაგა-ბაღების პროგრამებში სავალდებულოდაა შეტანილი Z-პროპაგანდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S