
WHO: "მაიმუნის ყვავილი" ახალი "კოვიდ 19" არ არის
21/08/2024 06:32:02 საზოგადოება
"მაიმუნის ყვავილი" ახალი "კოვვიდ 19" არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა.
მისი თქმით, ინფექციის გამო პანიკის პრევენცია და დაავადების გავრცელების შეჩერება ერთობლივი და დროული ძალისხმევით და ყველაზე დაუცველ რეგიონებში ვაქცინების მიწოდებითაა შესაძლებელი.
"ვაპირებთ თუ არა კარანტინის გამოცხადებას ევროპაში? გვაქვს თუ არა საქმე ახალ კოვიდთან? - ამ კითხვებზე პასუხი ცალსახად არის - არა", - აცხადებს კლუგე.
ცნობისთვის: "მაიმუნის ყვავილის" აფეთქება რამდენიმე თვის წინ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოხდა, სადაც დაავადებას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სადღეისოდ დაავადება კონგოს გარდა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია დაფიქსირებული.