
თბილისის მეტროპოლიტენი ნაწილობრივ პარალიზებული იყო
20/08/2024 16:51:17 საზოგადოება
20 აგვისტოს საღამოს თბილისის მეტროპოლიტენი ნაწილობრივ პარალიზებული იყო.
მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში იყო შეფერხებული. ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა მატარებელს მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანზე".
ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და მატარებლის მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება.