Accentnews.ge
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული სადავო დადგენილება ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული სადავო დადგენილება ძალაში დატოვა

20/08/2024 15:53:57 საზოგადოება

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) წარადგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება პოლიტიკური პარტია ლელო საქართველოსთვის სარჩელზე, რომელიც ცესკოს მიერ 2024 წლის 16 აგვისტოს მიღებულ დადგენილებას ეხება. საიას თავჯდომარის ნონა ქურდოვანიძის ცნობით, დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.

"ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მტკიცდება ის, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე საარჩევნო დავებს აზრი ეკარგება. ბოლო წლების პრაქტიკის მიხედვით, საგრძნობლად დაბალია სასამართლო სისტემაში განხილული საარჩევნო დავების დაკმაყოფილების მაჩვენებელი", - აცხადებს ნინო ქურდოვანიძე.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სადავო დადგენილების მიხედვით, ყველა ტიპის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებლად წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა უნდა ჩატარდეს. საია-ს შეფასებით, ცალსახაა, რომ საკანონმდებლო ნორმა ცესკოს მხოლოდ მაშინ აძლევს გამონაკლისის სახით კანონით განსაზღვრული ვადების შეცვლის შესაძლებლობას, როდესაც დადგენილ ვადაში კონკრეტული საარჩევნო ღონისძიება ვერ ესწრება.

"შესაბამისად, ცესკოს საარჩევნო კოდექსით არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, დადგენილებით შეცვალოს ვადები იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელი არ გამხდარა წილისყრის პროცედურების ჩატარება კენჭისყრის დღეს", – აცხადებენ საია–ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S