კობა ნაყოფია: ხატია დეკანოიძე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში დაბრუნდა
20/08/2024 11:16:24 პოლიტიკა
„ევროოპტიმისტების" წევრი დეპუტატი ხატია დეკანოიძე „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებს შეუერთდა.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ ბრიფინგზე განაცხადა, ხატია დეკანოიძე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.
„დღეს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ყრილობამ ამირჩია ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ. დღეიდან, ხატია იქნება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც ხატია დეკანოიძეა ისევ იქნება „ნაცმოძრაობის“ რიგებში, ამ დიდი ერთობის რიგებში“,- აღნიშნა ნაყოფიამ.


