Accentnews.ge
"Georgian Airways" ფრენებს თბილისი-ნოვოსიბირსკს შორისაც იწყებს

"Georgian Airways" ფრენებს თბილისი-ნოვოსიბირსკს შორისაც იწყებს

20/08/2024 11:05:23 საზოგადოება

"Georgian Airways" თბილისსა და ნოვოსიბირსკს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს, – ამის შესახებ „ტოლმაჩოვის აეროპორტის“ ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა.

„ტოლმაჩოვის აეროპორტის“ ცნობით, "Georgian Airways" ფრენებს 28 სექტემბრიდან დაიწყებს და რეისები კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს შესრულდება. ბილეთების ფასი ჯერ არ სახელდება.

"Georgian Airways" რეგულარულ რეისებს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებითაც ასრულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S