Accentnews.ge
გარემოს ეროვნული სააგენტო: 21 - 22 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 37-39 გრადუსს გადააჭარბოს

გარემოს ეროვნული სააგენტო: 21 - 22 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 37-39 გრადუსს გადააჭარბოს

20/08/2024 10:23:20 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 - 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.

„აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S