
"ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცული თანამშრომლები პროტესტის რადიკალურ ფორმას აანოსებენ
19/08/2024 17:55:08 საზოგადოება
"ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცული თანამშრომლები პროტესტის რადიკალურ ფორმას აანოსებენ.
"სამწუხაროდ, პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ მიიღო ბევრად მძიმე გადაწყვეტილება, ვიდრე გზის გადაკეტვაა და “ევოლუშენის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშანად პირის ამოკერვას აპირებს", – განაცხადა პროფკავშირის წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ.
როგორც მან აღნიშნა, დღეს დაგეგმილი აქცია, რომლის მიზანიც გზის გადაკეტვა იყო, აღარ ჩატარდება, რადგან, მისი თქმით, "კომპანია გაფიცულთა გაშევებას ცდილობს და ამაში ხელი აღარ შეუწყვეს".
"ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების ნაწილის პროტესტი 39–ე დღეა, გრძელდება. აზარტული თამაშების ოპერატორ კომპანიას თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურების გაზრდას სთხოვენ. გაფიცვამდე მიმდინარეობდა მედიაციის პროცესიც, რომელიც 2024 წლის 4 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს შეთანხმების გარეშე დასრულდა.