
მერია: იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება
19/08/2024 17:51:45 საზოგადოება
თბილისის მერიის ცნობით, იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობადროებით შეიზღუდება.
მისი ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 აგვისტოს 00:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს. გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება.