Accentnews.ge
კობახიძე – ფარცხალაძის ჩამოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში ვიზის გარეშე

კობახიძე – ფარცხალაძის ჩამოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში ვიზის გარეშე

19/08/2024 12:57:16 პოლიტიკა

"რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში ვიზის გარეშე", – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

რაც შეეხება აშშ–ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას, პრემიერის თქმით, ქართულმა მხარემ მტკიცებულებები მოითხოვა, თუმცა „ვერ წარმოადგინეს“.

„რუსეთის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს უვიზო რეჟიმი, რომელიც სხვათა შორის, ჯერ კიდევ სააკაშვილმა შემოიღო 2012 წელს სრული მასშტაბით. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში ვიზის გარეშე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ახლა უკვე ოპოზიციაც უჭერს მხარს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლას. [...] 10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე აღარ იკავებს საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას. სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს. რაც შეეხება სანქცირებას, ჩვენ ყოველ ჯერზე ვითხოვთ მტკიცებულებებს, თუმცა ვერც ერთ ჯერზე ვერ წარმოგვიდგინეს ვერც ერთი მტკიცებულება ვერც ერთ ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით. ეს ეხებოდა მოსამართლეებს, ეხება ოთარ ფარცხალაძეს და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

SOVA-ს ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე საქართველოშია.

ცნობისთვის: 2023 წლის 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამშრომლობდა რუსეთის მთავრობის საქმიანობაში ჩართულ პირთან, „ეფესბეს“ ოფიცერთან ალექსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკოსთან და „ეფესბე“ იყენებდა ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად - რუსეთის სასარგებლოდ“. უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში იქვე იყო მითითებული, რომ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა სავარაუდოდ, „ეფესბეს“ დახმარებით ჰქონდა მიღებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქცია მოაქცია ქვეთავში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენა საქართველოში“ და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირება საქართველოს უსაფრთხოებას დაუკავშირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S