Accentnews.ge
TI: იუსტიციის სამინისტრომ იუსტიციის ახალი სახლის ფართი ბათუმში „ოცნების” შემწირველი ბიზნესმენის, გიორგი ჭყონიას კომპანიისგან იქირავა

TI: იუსტიციის სამინისტრომ იუსტიციის ახალი სახლის ფართი ბათუმში „ოცნების” შემწირველი ბიზნესმენის, გიორგი ჭყონიას კომპანიისგან იქირავა

19/08/2024 11:46:59 საზოგადოება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" (TI) ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ იუსტიციის ახალი სახლის ფართი ბათუმში „ქართული ოცნების” შემწირველი ბიზნესმენის, გიორგი ჭყონიას კომპანიისგან იქირავა.

"იჯარაში ჭყონიას კომპანია სახელმწიფოსგან ყოველწლიურად 704,880 ლარს მიიღებს.„ბათუმი ცენტრალში” ბათუმის #2 იუსტიციის სახლი მიმდინარე წლის ივლისში გაიხსნა, მთავრობამ გიორგი ჭყონიასგან სულ 445 კვადრატული მეტრის ფართი იქირავა და ერთ კვადრატულ მეტრზე 132 ლარს უხდის.

იჯარის ხელშეკრულება სამწლიანია და გიორგი ჭყონიას კომპანია ამ პერიოდში 2,114,640 ლარს მიიღებს.ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა 2013 წლიდან დღემდე მმართველ პარტიას და მმართველი პარტიის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1,500,000 ლარზე მეტი შეწირეს, მათ შორის 135,000 ლარი - მიმდინარე წლის ივლისში. მის კომპანიებს კი სახელმწიფო შესყიდვებიდან 350 მილიონ ლარამდე აქვთ მიღებული, მათ შორის 15 მილიონი - ბოლო 9 თვეში", – აცხადებენ TI–ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S