Accentnews.ge
"ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცული თანამშრომლები ხელისუფლებას დროს 20:00 საათამდე აძლევენ

"ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცული თანამშრომლები ხელისუფლებას დროს 20:00 საათამდე აძლევენ

19/08/2024 09:38:15 საზოგადოება

"ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცული თანამშრომლები ხელისუფლებას დროს 20:00 საათამდე აძლევენ. ისინი განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანიას და ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, თუ ხელისუფლება 20:00 საათამდე განცხადებას არ გაავრცელებს, იძულებულები იქნებიან დიდუბეში, თორნიკე ერისთავის ქუჩა გადაკეტონ.

„ევოლუშენ ჯორჯიაში" გაფიცვის 39-ე დღეა და დღეს სოლიდარობის ჯაჭვის მეშვეობით არ ფუნქციონირების კომპანიის H შენობა ანუ შენობა სადაც მენეჯერები მუშაობენ, რომელთა (ნაწილი) დასაქმებულებს შეურაცხყოფას აყენებდა, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ და არაფერს აკეთებდნენ, ამცირებდნენ. დღეს შენობაში ვერ შევიდნენ. 3 მოშიმშილესთვის შიმშილობის 7-ე დღეა ზოგმა 5 და ზოგმაც 8 კილო დაიკლო, არავის მივცემთ უფლებას მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენოს. სრულ პასუხისმგებლობას განვითარებულ მოვლენებზე ვაკისრებთ კომპანიას და ხელისუფლებას რომელსაც 39 დღის განმავლობაში არ გაუკეთებია არანაირი განცხადება, მაშინ როდესაც კომპანია ამცირებს და დაბალ შრომის სტანდარტებს უწესებს, აპირისპირებს და შეურაცხყობს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, დასაქმებულებს რომელთა საშუალო ასაკი 23-24 წელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაერთოს კრიტიკულ ზღვრამდე არსებული პრობლემის მოგვარებაში, არ დაუშვას მოშიმშილეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება, რადგან უკვე ყოველი წუთი გადამწყვეტია მოშიმშილეებისთვის. მივმართავთ ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტს და სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესებში დღეს 20:00 საათამდე, რადგან გვექმნება იძულება მოშიმშილეთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად გადავკეტოთ დიდუბის ცენტრალური გზა. ვიცით, რომ დაგვაკავებთ, თუმცა მზად ვართ მოშიმშილეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად", ნათქვამია პროფკავშირის "ლაბორი" გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების ნაწილის პროტესტი არ ჩერდება. აზარტული თამაშების ოპერატორ კომპანიას თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურების გაზრდას სთხოვენ. გაფიცვამდე მიმდინარეობდა მედიაციის პროცესიც, რომელიც 2024 წლის 4 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S